"ტორპედოს" პრეზიდენტი: იანვარში ახალწვეულები გვეყოლება, ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე გასვლაა

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალში "გაგრას" დამარცხების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

ზაალ ჩაჩავას თქმით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება და ახალწვეულებსაც უნდა ველოდოთ.

"პირველ რიგში, ვულოცავ ქუთაისელ ფანებს ამ წარმატებას. ძალიან გვინდოდა, წელსაც ქვეყნის ჩემპიონობა გვეზეიმა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარუმატებელი სტარტის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა...

"ტორპედოს" ზრდა აუცილებლად გაგრძელდება. კლუბი სწორ გზაზე დგას, წლიდან წლამდე უკეთესი ხდება და ვპირდები ფანებს, რომ 2019 წელს ჩვენი გუნდი იმაზე გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე ახლაა.

იანვარში სატრანსფერო
ფანჯარა გაიხსნება. სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით, გუნდის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც "ტორპედოს" შემდეგ სეზონებშიც ძალიან დასჭირდება, აუცილებლად დარჩება. ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან ახალ კონტრაქტებზე საუბარიც დავიწყეთ... გარდა ამისა, იქნება რამდენიმე ახალწვეული, რომლებიც "ტორპედოს" გააძლიერებენ. ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა და ამისკენ მივიწევთ.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვგულშემატკივრობს და გვეხმარება მიზნის მიღწევაში!" - განაცხადა "ტორპედოს" პრეზიდენტმა.

"ტორპედო" მიმდინარე წრეში შესანიშნავად ასპარეზობს. ქუთაისურ კლუბს ზედიზედ 19 მატჩია არ წაუგია.

altქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო [VIDEO]

altმათე ცინცაძე: შემოთავაზებები მაქვს, ერთ-ერთი ევროპული კლუბია

მკითხველის კომენტარები / 8 /
მდარე ლეგიონერები რომ ჩამოიყვანა ესაა გაკეთებული საქმე? მე უარყოფითად ვაფასებ ამ კაცის მოღავაწეობას!
kika
13:01 27-11-2018
11
ტორპედო,საქართველოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ:
ევროლიგაზე კარგად ასპარეზობას რას ეძახით? ფარერული და ალბანური გუნდის გამოგდებას?
ბიუჯეტი თუ აფინანსებს გუნდს, ეს კაცი რაღას აკეთებს? რანაირი მეპატრონეა?
1234
08:19 27-11-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული