"საბურთალოს" პრეზიდენტი: ვეძებთ ტერიტორიას, სადაც საკუთარ არენას ავაშენებთ

AutoSharing Option
ისტორიაში პირველად, "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1999 წლიდან ამ საფეხბურთო კლუბს ბევრი მიღწევა ჰქონდა შიდა ასპარეზზე და რეალურად, ორიოდე კლუბთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელებს უზრდის.

"საბურთალო" რამდენჯერმე აღიარეს საუკეთესო საფეხბურთო სკოლად. მისი ასაკობრივი გუნდები არაერთხელ გახდნენ საქართველოს ელიტლიგის გამარჯვებულები, მაგრამ პროფესიული კლუბი მხოლოდ 2013 წელს დააფუძნეს, ხოლო 2015 წელს უმაღლეს ლიგაში პირველად იასპარეზეს...

"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გაზეთ "ლელოსთან" საუბარში საინტერესო სიახლეზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ამ წლების განმავლობაში, კლუბის განვითარებისთვის რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა - უპირველესად,
სათამაშო მოედნების ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

დაგეგმილია ახალი სასტუმროს მოწყობა, სადაც "საბურთალოში" რეგიონებიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები იცხოვრებენ და ექნებათ კვების ბლოკი, ფიტნეს-დარბაზი და რეაბილიტაციის ცენტრი.

ახლა მოთხოვნაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალ სტადიონზე - ვეძებთ ტერიტორიას, სადაც საკუთარ არენას ავაშენებთ", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაც მეტ უბანს ეყოლება გუნდი უფრო ძლიერი ჩემპი იქნება :) ამერი რო იყოს ყველა თამაშზე 5-10 ათასი მაყურებელი უეჭველი მივა.
Tbiliseli
17:53 30-11-2018
2
ვეთანხმები თბილისელის კომენტარს. მრავალ ქვეყანაში ჩემპიონატები, ძირითადად ინტერესს მისი დედაქალაქური დერბებით,კონკრეტულად მისი უბნებს შორის დაპირისპირებებით არის საინტერესო და მათ შორის არსებული ინტრიგების გამოა დიდი დასწრებები, რასაც შემდეგ მოაქვს სხვა თანმხლები სიკეთეები, გალა-ბეშიქთაში-ფენერი. ბოკა-რივერი.. სანპაულუ-პალმეირასი ატლეტიკო-რეალი.. უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება... ამდენი კორპუსების აშენებას, ხანდახან სტადიონებიც რომ მიაყოლოდ არაფერი დაშავდება...
ტორინო
23:15 30-11-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული