ჩემპიონი, პერსპექტიული, წარმოსადეგი - ეროვნული ლიგის TOP 3 მეკარე Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
2018 წლის ეროვნული ლიგა დასრულდა და ახლა შეჯამების დროა. წელს საქართველოს ჩემპიონატში მრავლად თამაშობდნენ ძლიერი მეკარეები, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი კარის დარაჯები, ასევე სხვადასხვა ახალგაზრდული ნაკრების. გთავაზობთ საუკეთესო სამეულს:

3. ლაზარე კუპატაძე - "საბურთალო" - 35 მატჩი - 16 მშრალი მატჩი
საქართველოს ჩემპიონატში მეკარების ხარისხს არ ვუჩივით. ეგ კი არა და, ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგიდან მხოლოდ მეკარეები გვყავდა. ლაზარე დიდი ხნის განმავლობაში იყო ახალგაზრდული ნაკრების მთავარი დარაჯი და წელს კარიერაში ახალი ეტაპი ჰქონდა.

საბურთალოელთა კაპიტანმა მიმდინარე
სეზონში 28 გოლი გაუშვა, მისი კარის ბადე საშუალოდ მატჩში 0.8-ჯერ ირხეოდა. 2017 წლის სეზონში მან 13 გოლით მეტი გაუშვა. საშუალოდ შეხვედრაში 1.17 გოლს უშვებდა. რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

ლაზარე ჯერ 22 წლისაა და აგრძელებს პროგრესს, ეს ასაკი მეკარისთვის კი საკმაოდ პატარაა და როცა ქვეყნის ჩემპიონის ღირსებას იცავ, გაცილებით მეტი საშუალება გაქვს, უცხოურმა გუნდებმა შეგამჩნიონ. მან 2018 წლის სეზონში გაცილებით მეტი "სეივი" გააკეთა, ვიდრე გასულ სეზონში. კუპატაძემ აშკარად გააუმჯობესა ფეხით თამაში. აგრეთვე უკეთესად მოქმედებდა და შედარებით უფრო დამაჯერებელი იყო.

Sportall.Ge

2. ლუკა გუგეშაშვილი - "დილა" - 17 მატჩი - 11 მშრალი მატჩი
19 წლის მეკარე ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა. გორელთა ღირსების დაცვა მან აგვისტოში დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც გამოუვიდა, რის შემდეგადაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მეკარის ფორმა მოირგო და იქაც ურიგოდ არ უთამაშია. ლუკას ძალიან კარგი რეაქცია აქვს, რაც მას გამოარჩევს. ასაკიც ხელს უწყობს, რომ გაიზარდოს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების რადარზე საკმაოდ პერსპექტიული მეკარე გამოჩნდა.

გორელთა კარის დარაჯმა ჯამში 13 გოლი გაუშვა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 0.76 გოლი. გუგეშაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. შემდეგ მის კარიერაში იყო პოლონური "იაგელონია", სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და ამ ზაფხულს შეუერთდა გორელებს.

Sportall.Ge

1. როინ კვასხვაძე - "ტორპედო" - 32 მატჩი - 18-ჯერ მშრალად შენახული კარები
საქართველოს ნაკრების მეკარეს თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ გაზრდილი იყო და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქუთაისელთა თითოეულ შეხვედრაში. მიუხედავად ამისა, სხვების უთამაშებლობის ფონზე მას ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების კარი არ ანდო.

იმერულმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ყველაზე ცოტა, 25 გოლი გაუშვა. მათგან 22 როინ კვასხვაძის ჩატარებული მატჩების დროს, ანუ შეხვედრაში 0.68 გოლი. იგივე შემთხვევაში 2017 წლის სეზონში მის კარში 27 გოლი გავიდა, თუმცა 36 შეხვედრაში, საშუალოდ, 0.75 გოლი.

ფაქტია, "ტორპედოს" არათუ ეროვნულ ლიგაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც წარმოსადეგი მეკარე ჰყავს. მთავარია, როინს გუნდმა ხელი შეუწყოს და მის წინ მყოფი 10 ფეხბურთელი მისი ხარისხის მიხედვით დააკომპლექტოს.

Sportall.Ge

altიშვიათი ლეგიონერი, მფრინავი, მებრძოლი - ეროვნული ლიგის 2018 წლის TOP 3 ფორვარდი Sportall.ge-ს ვერსიით

altტაქტიკოსი, დირიჟორი, ოსტატი - ეროვნული ლიგის TOP 3 მწვრთნელი Sportall.ge-ს ვერსიით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვასხაძე წელს აშკარად ლორიაზე კარგ ფორმაში იყო და მხოლოდ ვაისის კაპრიზებმა დატოვა აფსაითში. ნაკრებისთვის მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს და პირველ რიგში ეს ჯორივით ჯიუტ ვაისს ეხება.
თბილისი
15:56 13-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული