თბილისის "დინამო" ჩისკოზე: სიტყვიერი თანხმობა არსებობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები

AutoSharing Option
მომავალი სეზონიდან თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბში ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჩისკო მუნიოსი იმუშავებს.

ის კლუბში, სავარაუდოდ, ზაურ სვანაძის ასისტენტის პოსტს დაიკავებს.

როგორც "დინამოს" პრესსამსახურში განგვიცხადეს, სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად იანვრის დაწყებამდე უნდა მოეწეროს, სწორედ ამ დროს იკრიბება თბილისური კლუბი.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიტყვიერი თანხმობა არსებობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ყველაფერი დადებითი შედეგისკენ მიდის. ზაურ სვანაძე პოსტზე რჩება და ჩისკო, სავარაუდოდ, მისი ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. გუნდი იანვრის დასაწყისში იკრიბება და ხელშეკრულებასაც ხელი ამ დროისთვის უნდა მოეწეროს" - განუცხადეს Sportall.ge-ის თბილისის
"დინამოს" პრესსამსახურში.

ჩისკო მუნიოსი საქართველოს 16-გზის ჩემპიონთა რიგებში 2011-14 წლებში ასპარეზობდა, მან გუნდთან ერთად 2-ჯერ უმაღლესი ლიგა და 2-ჯერ საქართველოს თასი მოიგო.

ესპანელმა მოთამაშემ კარიერა 2016 წელს "ხიმნასტიკში" დაასრულა, მას კარიერის განმავლობაში "ვალენსიას", "ბეტისის" და "ლევანტეს" რიგებში უთამაშია, "ღამურებთან" ერთად მან 2003-04 წლების სეზონში უეფას თასი მოიგო.

altჩისკოს ცრემლები - ესპანელი საქართველოდან ვალმოხდილი მიდის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მივესალმები ამ ყველაფერს მაგრამ მოიტანს კი შედეგს?! აზრი არ აქვს ჩისკოს დანიშვნას თუ ბატონი ფიფია არ გამოიყენებს მას ჭკვიანურად.გავიდეს ისევ ესპანურ ბაზარზე ჩამოიყვანოს ამ კარგი ადამიანის მეშვეობით ნორმალური ესპანელები და ზაფხულისთვის ჯგუფური ეტაპისთვის მებრძოლი გუნდი ეყოლება.თუ იმავეს "მიაწვება" ბატონი რომანი რასაც დღეს აკეთებს მაშინ უაზრობაა ეს ყველაფერი...იმედი დავიტოვოთ რომ ჩისკო აქ "უაზროდ" არ ჩამოვიდოდა
gurulo
13:56 19-12-2018
1
დინამოს მენეჯმენტის თავში ჩამახედა ნეტავი, მაგ ჩისკოს სადმე უმწვრთნელია მაინც.)))
dato
13:43 19-12-2018
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული