"საბურთალო" სამ ფეხბურთელთან დამშვიდობებას იუწყება.
“საბურთალოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელები – დიმიტრი ტატანაშვილი, დავით თარგამაძე და ნოდარ იაშვილი დედაქალაქურ კლუბს დაემშვიდობნენ. იაშვილი თბილისელთა შემადგენლობაში 2014-2015 წლების სეზონიდან ასპარეზობდა, დიმიტრი ტატანაშვილი 2018 წლის დასაწყისიდან შეურთდა გუნდს, ხოლო დავით თარგამაძემ “საბურთალოს” მაისურა წლეულს ზაფხულში მოირგო.
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” მადლობას უხდის სამივე ფეხბურთელს გაწეული შრომისთვის და მომავალში მათ წარმატებებს უსურვებს.