ლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა - და "დინამოში" გადავა?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ფეისბუქ-გვერდის საშუალებით გუნდიდან 29 წლის ნახევარმცველის ლევან კუტალიას წასვლას იუწყება.

"ლევან კუტალიას "ტორპედოსთან" კონტრაქტი ამოეწურა და მიუხედავად კლუბის სურვილისა, კონტრაქტი გახანგრძლივებულიყო, ფეხბურთელმა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.

"ტორპედო" მადლობას უხდის კუტალიას ყველაფრისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

დაუდასტურებული ინფორმაცით, არაა გამორიცხული, კუტალიამ კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტორპედოში მომდევნო წელს მაინც ვეღარ მოხვდებოდა ძირითადში ამაგი გუნდს როგორ გადაუხადა დასრულდა ამისთვის უკვე კარიერა
Anj: Antey
11:37 21-12-2018
3
იუდა, როგორ უნდა უღალატო ასე შენი ქალაქის გუნდს და მის მოსისხლე მოწინააღმდეგე გუნდში, თბილისის დინამოში გადახვიდე. აღარ მეგონა თუ ფიგუს ღალატს ვინმე გადაფარავდა.
ქუთაისელი
15:50 21-12-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული