ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა და სავარაუდოდ თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას. გუნდის გამოცვლის მიზეზზე მან საკუთარი ფეისბუქით იუწყა.
"მიუხედავად ამდენი უარყოფითი გამოხმაურებისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, "ტორპედოს" პერსონალს, სამწვრნელო შტაბს და კახა ჩხეტიანს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ტორპედოს" ნამდვილ გულშემატკივრებს, რომელთაგანაც ძალიან დიდ სითბოსა და დაფასებას ვგრნობდი ყოველთვის.
ამ კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოვიგე და აქ გატარებული წლები ყოველთვის კარგად გამახსენდება. უბრალოდ, მოვიდა დრო, კარიერაში ახალი გამოწვევები მიმეღო. ჩემთვის რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მომავლისთვის სწორი
გადაწყვეტილება მივიღე".