ლევან კუტალიამ "ტორპედოს" დატოვების მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა და სავარაუდოდ თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას. გუნდის გამოცვლის მიზეზზე მან საკუთარი ფეისბუქით იუწყა.

"მიუხედავად ამდენი უარყოფითი გამოხმაურებისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, "ტორპედოს" პერსონალს, სამწვრნელო შტაბს და კახა ჩხეტიანს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ტორპედოს" ნამდვილ გულშემატკივრებს, რომელთაგანაც ძალიან დიდ სითბოსა და დაფასებას ვგრნობდი ყოველთვის.

ამ კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოვიგე და აქ გატარებული წლები ყოველთვის კარგად გამახსენდება. უბრალოდ, მოვიდა დრო, კარიერაში ახალი გამოწვევები მიმეღო. ჩემთვის რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მომავლისთვის სწორი
გადაწყვეტილება მივიღე".
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლაშა,კაცის ნამუსს,ასე ადვილად ნუ შეეხები.არ შეიძლება.ტორპედოს ყველა ვარსკვლავი (თანაც რამდენი იყვნენ),შემდეგ დინამოში აგრძელებდა კარიერას და ყველა უნამუსო იყო?დინამოსაც რამდენჯერ გაუგზავნია დახმარება ტორპედოსათვის,ვინ მოსთვლის.ეტყობა ძალიან ახალგაზრდა ხარ,მაგრამ თუ სტაჟიან გულშემატკივრებს შეეკითხები,იმდენს ჩამოგითვლიან,სათვალავიც აგერევა.მოედანზე კი ბატონო და აუცილებელიცაა პრინციპული დაპირისპირება,მაგრამ მოედნის მიღმა,ეს კლუბები ღვიძლი ძმები არიან და თუ ვინმე ფიქრობს,რომ ერთმანეთის მტრები უნდა იყვნენ,შეურაცხყოფას არ მივაყენებ,მაგრამ შევეკითხები.რატომ?შენგელიას სახელს ატარებს ტორპედოს სტადიონი და დინამოში გახდა ვარსკვლავი,ვინმეს რომ ეთქვა,ამის გამო შენ, უნამუსო ხარო,ან ქუთაისელების მტერი ხარო,ხომ იქვე გაუსკდებოდა გული ქუთაისელ კაცს.გაიგეთ ბიჭებო,გაიგეთ შვილებო,თბილისი და ქუთაისი განუყოფელია ერთმანეთისაგან.თბილისის დინამო მაშინ დაცურდა უკან,როცა ტორპედოსაგან შევსება შემოაკლდა,თბილისის დინამოს მაშინ გაუჭირდა კალათბურთში,როცა ქუთაისიდან შევსებამ იკლო,თბილისი მაშინ დაეცა კრწანისის ბრძოლაში,როცა გაუგებრობის გამო,იმერეთის მეფემ თავისი რაზმი გაიყვანა ბრძოლის ველიდან.ასე იყო ყოველთვის,ასე დღესაც და ასე იქნება მომავალშიც.ჩვენ, ერთად ყოფნით ვართ ძლიერნი და თუ ერთად ვიქნებით,ვერც მომავალში დაგვამარცხებს ვინმე.
სოსო
12:49 22-12-2018
2
torbedos trenerebis ganvlil gzas gadaxedet samive mishaobda da tamashobda dinamoshi.ase ro gachumdit ras bodavt rasmikvia dinamoshi rato cavidao.yvela qartveli pexburtelis ocnebaa dinamoshi tamashi.visac es survili ar gaachnia is pexburts ar unda gaakaro.uvici vitom reals da barsas ayolili panebixart.cvalobt tkveni azrovnebit
kkkk
13:42 22-12-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული