გიორგი გაბედავა პოლონეთის ბოლოადგილოსან კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

AutoSharing Option
გიორგი გაბედავა პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოადგილოსან კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ამის შესახებ "ჩიხურას" პრესსამსახურში განგვიცხადეს.

როგორც საჩხერულ კლუბში ამბობენ, ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.

"გიორგი გაბედავა საუბრობს კლუბთან, ჯერ განთავისუფლების ცნობა არ მიგვიცია, ოფიციალურად არაფერი არ არის. მიდის მოლაპარაკებები პოლონურ "ზაგლებიე სოსნოვეცთან", რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში ბოლო ადგილს იკავებს" - განგვიცხადეს "ჩიხურას" პრესსამსახურში.

გიორგი გაბედავა ბუდუ ზივზივაძესთან ერთად გასული ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 22 გატანილი გოლით.

altგიორგი გაბედავა: არ იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც კარიერის დასაწყისშივე უკრაინაში წავედი

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაბედავა უკვე ასაკშია,ამიტომ შეიძლება გაგება.იმედია ზივზივაძე დანიაში დაბრუნდება და ათამაშდება,ესბიერგი ძალიან კარგ გუნდად ჩამოყალიბდა,პარუნაშვილმა დიდი პროგრესი განიცადა იქ,იმედია იგივე იქნება ბუდუს შემთხვევაში.რატომღაც თვითონ მაინცდამაინც არ უნდა დაბრუნება
დივნის ექსპერტი
18:13 25-12-2018
0
სიხარულიძე მეორდება, ბომბარდირი გახდა და წავიდა ჩეხეთის ბოლო ადგილოსან კლუბში
ვააა
13:27 25-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული