ნიკოლა სტიეპოვიჩი 25 წლის მარცხენა მცველია და ქუთაისის "ტორპედოსთან" 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.
2018/19 წლების სეზონის პირველი ნახევარი სტიეპოვიჩმა ალბანურ "კასტრიოტიში" გაატარა, სადაც 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მანამდე კი, 2010-დან 2017 წლის ჩათვლით, "სუტიესკას" ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.
"ტორპედო" ახალი სეზონისთვის მზადებას 9 იანვარს
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ტორპედომ" უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა. ქუთათურების პირველი ახალწვეული გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე გახდა.
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა