"საბურთალოს" საიტის ცნობით, 26 წლის კოტ დ'იუვარელი თავდამსხმელი ანტე გი მათ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
მას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს.
გი 2017 წელს "სამტრედიაში" ასპარეზობდა და წლის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს - 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
ის ადრე პორტუგალიურ "კოვილიაში", "კოიმბრაში", "კიასოში" და გიმარეაშის "ვიტორიაში" თამაშობდა.