ანტე გი: ისრაელის და ყაზახეთის გუნდებს "საბურთალო" ვამჯობინე

AutoSharing Option
"საბურთალოში" გადასვლის შემდეგ თავდამსხმელმა ანტე გიმ კომენტარი გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ ჩავირიცხე. ჩემი ახალი კლუბი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და პროგრესირებადი კლუბია.

"საბურთალო" სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, უყვარს ბურთზე კონტროლი და პირველ ნომრად თამაში.

რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ისრაელიდან და ყაზახეთიდან, თუმცა, როდესაც "საბურთალოდან" დამიკავშირდნენ, აქცენტი საქართველოში თამაშზე გავაკეთე. "საბურთალოს" ახალი გამოწვევები ელის - კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში, რაც ძალიან დიდი მოტივაციაა. ვეცდები იმედები გავამართლო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - განუცხადა გიმ კლუბის საიტს.

გი: ისრაელის და ყაზახეთის გუნდებს "საბურთალო" ვამჯობინე" />ექს-სამტრედიელი ანტე გი კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისრალის და ყაზახეთის მეორე დივიზიონის გუნდებიდან იქნებოდნენ და მანდ რას წახვიდოდი :D თავმოყვარე ბიჭი ყოფილხარ ნეტა ასე აზროვნების ფეხბურთელები გვყავდეს ოხრად :D
აბგდ
01:57 10-01-2019
1
ა ბიჭო კაცი, ჯიგარი ხარ
irakli
09:34 10-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული