ესპანელი შემტევი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში - ფრან კარბიამ "ხიმნასტიკს" "დინამო" არჩია

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც diarimes.com-ი იუწყება, ლა ლიგა 2-ის "რეუს დეპორტივოს" ყოფილი ვინგერი ფრან კარბია კარიერას თბილისურ კლუბში გააგრძელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის გადაბირება ლა ლიგა 2-ის სხვა კლუბს - ტარაგონის "ხიმნასტიკს" სურდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება საქართველოში არჩია.

diarimes.com-ი ამ ტრანსფერის მთავარ შემოქმედად ჩისკო მუნიოსს მიიჩნევს და მას თბილისის "დინამოს" სპორტულ დირექტორად მოიხსენიებს.

ფრან კარბია "რეუს დეპორტივოს" რიგებში 2013 წლიდან ირიცხებოდა და ამ დროის განმავლობაში ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 82 შეხვედრაში 10 გოლი და
3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

altლევან კუტალიას თბილისის "დინამომ" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

altნოდარ იაშვილი "საბურთალოდან" თბილისის "დინამოში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
4
2
1
1
1
7
4
0
3
1
-2
3
4
0
2
2
-2
2
4
0
2
2
-4
2