ქუთაისის "ტორპედომ" იჯარით ბრაზილიელი შემტევი აიყვანა

AutoSharing Option
21 წლის შემტევი ბრაზილიელი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" მეშვეობით ავრცელებს.

"ტორპედოსა" და მექსიკურ "ტიგრესს" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ქართულ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადავა.

2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური "გოიასის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "სანტოსის" 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. "სანტოსის" მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ "ტიგრესში" გადაბარგდა.

"ტორპედოს" ახალწვეული საქართველოში 11 იანვარს, გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს 12 იანვრიდან შეუერთდება.

alt"ტორპედომ" უკრაინაში დაბადებული ქართველი ნახევარმცველი დაიმატა

altრას წარმოადგენს ქუთაისის "ტორპედოს" ახალწვეული ნიკოლა სტიეპოვიჩი?

[VIDEO]

alt"ტორპედოს" გარკვეული პრობლემები აქვს" - წავა თუ არა მილოშ ლაჩნი ქუთაისური კლუბიდან?

altქუთაისის "ტორპედომ" 25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მემგონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრანსფერია და შესაძლებელია საქართველოს ჩემპიონატს ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი ეყოლოს !!!!!!
!!!!!!
16:49 11-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული