დევდარიანის თქმით, ბაზა გარემონტდა, სადაც იქმნება "ტორპედოს" აკადემიაც, რომელშიც 20 ბავშვი იცხოვრებს.
მან აღნიშნა, რომ "ტორპედოს" მთელი სამწვრთნელო შტაბი მოტივირებულია, მიიღოს ევროპული განათლება და აკადემიაში გადმოიტანოს.
"კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატარებთან კვალიფიციურმა მწვრთნელებმა იმუშაონ. ჩემთან ერთად აქ გიორგი ტუღუში და ოთარ საბანაძე მუშაობენ. ტუღუშის გონებრივი პოტენციალი ძალიან ბევრ სპეციალისტს აღუნიშნავს, ოთარ საბანაძეზე კი თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში საფეხბურთო ფიტნესის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია", - ამბობს დევდარიანი.