ქუთაისის "ტორპედომ" ვაჟა ტაბატაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
27 წლის მარჯვენა მცველმა ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2019 წლის ბოლომდე დარჩება - ამის შესახებ კლუბის Facebook-გვერდი იუწყება.

ვაჟა ტაბატაძემ გასულ სეზონში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის ქუთაისურ კლუბში თბილისის "დინამოდან" 2015 წელს გადავიდა.

დედაქალაქურ კლუბამდე ტაბატაძე სწორედ "ტორპედოს" ფეხბურთელი იყო.

altქუთაისის "ტორპედომ" იჯარით ბრაზილიელი შემტევი აიყვანა

alt"ტორპედომ" უკრაინაში დაბადებული ქართველი ნახევარმცველი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული