ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 30 წლის მცველი კარიერას ირანში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბის "ფეისბუქი" ავრცელებს.

"ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, რომან ფიფიას, ყველა იმ მწვრთნელსა და სტაფს, ვისთანაც აქ მიმუშავია. ასევე კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, სამედიცინო სტაფს, ადმნისტრატორებს, პრესსამსახურს, სამზარეულოს პერსონალს, დასუფთავების სამსახურს, მინდვრის მომვლელებს და უსაფრთხოების სამსახურს. მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი დიდი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს ამ დიდ კლუბში. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში
დგომას. მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს, უშუალოდ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს. "დინამო" იყო და იქნება ჩემს გულში", - განაცხადა თოთაძემ.

ლაშა თოთაძემ "დინამოში" 3 სეზონი გაატარა და საქართველოს თასთან ერთად სუპერთასიც მოიგო.

"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ლაშას და წარმატებას უსურვებს მომავალში.

30 წლის მცველმა 2018 წელს ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლიც გაიტანა.

altთურქეთში გამგზავრებამდე თბილისის "დინამო" "თელავს" დაუზავდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისეთი შესავალი გაუკეთებია ვიფიქრე ეს და დინამო ერთად ლეგენდების შემოქმოდნი ყოფილიყვნენ
5
გეგონება მესხი გააცილესო ისე დაწერეთ :დ ირანში რო ფეხბურთელი წავა ესე იგი ის ფეხბურთელი არაა და უბრალოდ ფული უნდა. არ ვამტყუნებ
თემო
14:28 21-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული