თბილისის "დინამომ" დღეს უკვე მესამე ფეხბურთელის დამატება იუწყა - გუნდი 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელით ანტონიო როხანოთი გაძლიერდა.
როხანომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ლა პლატას "ხიმნასიაში"დაიწყო, შემდეგ არგენტინულ "ვილა სან კარლოსა" და "სპორტივო იტალიანოში" ასპარეზობდა. ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური "რეალ პოტოსის" შემადგენლობაში.
2017/2018 სეზონი შოტლანდიური "ჰამილტონის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ "ბურგოსში" გამოდიოდა.
ანტონიო როხანომ დინამოსთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
არც ფიფიას წასვლის შემდეგ ეშველება დინამოს რამე კიდევ უფრო გაღატაკდება. ყავს დინამოს ისეთი მსურველები რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს ჩადებენ? სხვა გუნდებს ყველაფერი მაგრად აქვთ და ერთი ეს ძუნწი ფიფია აფუჭებს დინამოს ხო?