დაობებული კედლები, თაგვები და ცარიელი სტადიონები - "ტორპედოს" ყოფილი ლეგიონერი საქართველოში ყოფნის პერიოდს იხსენებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰლინკა საქართველოში გატარებულ პერიოდს ნეგატიურად იხსენებს.

"სათასო თამაშები უფრო მაღალ დონეზე ტარდებოდა, რასაც ვერ ვიტყვი ჩემპიონატზე. არავითარი პროფესიონალიზმი. მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვარჯიშებზე გასართობად დადიოდნენ. არანაირი პროგრესი. პირობები - კატასტროფა! გუნდს არ ჰქონდა ტრენაჟორების დარბაზი და სამედიცინო პუნქტი. მოედანი არ ვარგოდა, ბურთი ხტუნავდა.

თითქოს დრო გაჩერდა, ასეთი არაფერი არ მინახავს. ძველი შენობები, სასადილო და საუნა, რომელშიც შესვლა საშიში იყო. სასტუმროში კედლები დაობებული იყო და თაგვები დარბოდნენ. "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩები საქართველოში  ყველაზე დაძაბულია, თბილისში 55-ათასიან სტადიონზე
კი მხოლოდ 300 მაყურებელი მოვიდა.

იქაურს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ცხოვრების პირობებს ვერ შეადარებ. ქუთაისში სპაც კი არ იყო და 140 კილომეტრით დაშორებულ ბათუმში მოგვიწია წასვლა.

მითხრეს, ხელშეკრულება გაწყვეტილი გაქვსო და რადგან ხელი არაფერზე არა მაქვს მოწერილი, იურისტებს მივმართე. შვებულებაში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ კლუბი ჩინელმა ინვესტორმა დატოვა. სახლში ვემზადებოდი, მინდოდა ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი ჩამემთავრებინა. მჯერა, ჩემს კუთვნილ თანხას ავიღებ", - განუცხადა ჰლინკამ sport.aktuality.sk-ს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეგ ყველაფერი ისედაც ვიცით, მაგრამ შენ თუ ფეხბურთელი ხარ, საქართველოს ცემპიონატში რა გინდოდა?
gagi
00:50 27-01-2019
1
ესეთი კატასტროფა თუ იყო , ჟურნალისტები რაღას აშუქებთ აბა?! სანამ ვიღაცას არ ამოასხავს ყელში და არ იტყვის, მანამდე არ იწყებს არავინ ლაპარაკს../ მართლა სადა ვართ, იქ მოჭიდავეებს თურმე საშხაპეში რიგი აქვთ, აქეთ ვირთხუნიები საუნაში... / რავიცი , რავიცი , ჟუენალისტი არ უნდა იგებდეს ესე ვიღაცისგან, სადღაც რაღაც რო თქვა.../ მიდი კამერით გადაიღე რა პირობებში უწევთ ვარჯიში , რას ჭამენ , რას სვავენ , თან საინტერესო გადაცემაც გამოგივათ და თან პრობლემებსაც გააშუქებთ, თუ არადა თარგმნე მაშინ სხვისი ნამუშევარი .../ ეს ეხება ქველა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს... (იმედი მაქ თქვენ ერთგულ მკითხველს არ მიმაბლოკავთ)
Vasili
02:14 27-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული