მეორე ამხანაგურ მატჩში "საბურთალო" სერბულ "ნაპრედაკს" გაეჯიბრება

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს დედაქალაქური "საბურთალო" თურქეთში მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ჩემპიონების მეტოქე სერბეთის პირველობის მეხუთეადგილოსანი "ნაპრედაკი" იქნება.

მატჩი თურქეთის ქალაქ სიდეში გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ხსენებული თამაშის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა "საბურთალოს" Youtube-არხზე იქნება შესაძლებელი.

მომავალი მოწინააღმდეგე რამდენიმე დღეა ანტალიაში ემზადება. წლეულს, "ნაპრედაკისთვის" "საბურთალოსთან" მატჩი პირველი ამხანაგური შეხვედრა იქნება. მომდევნო საკონტროლო მატჩებში სერბები "პანდევის აკადემიას", "კარპატსა" და"სარაევოს" გაეჯიბრებიან.

"ნაპრედაკის" მთავარი მწვრთნელი 68 წლის სპეციალისტი მილორად კოსანოვიჩია.

"საბურთალოს" მეტოქე ხშირად 4-2-3-1 განლაგებით თამაშობს. კლუბის ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი სლობოდან
იანკოვიჩია (მეკარე), რომელიც 1981 წელსაა დაბადებული. ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 2000 წელს დაბადებული ფეხბურთელია.

alt"მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება" - ომარ მიგინეიშვილი "საბურთალოზე" და თურქულ შეკრებაზე


მომზადებულია FCSABURTALO.GE-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული