ბუდუ ზივზივაძე უკვე "ტორპედოშია"

AutoSharing Option
24 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს.

ზივზივაძეს "ესბერგმა" კონტრაქტი გაუწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და "ტორპედოში" ვარჯიშობს, თუმცა ჯერ მისთვის ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ, რაც ალბათ, ოდენ დროის ამბავია.

გასულ სეზონში ზივზივაძე "ესბერგს" თბილისის "დინამოში" ჰყავდა განათხოვრებული.

ხვალ, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო" ამხანაგურ მატჩს გამართავს ბათუმის "დინამოსთან", 3 თებერვალს კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამომ ესე თუ გააგრძელა ევროტურნირებზე ვერ მოხვდება გაისად :(
დინამო
21:12 31-01-2019
2
იცით რას ვერ ვხვდები? აი ამ დროს დინამო რას შვება? ესპანეთის მეასე ლიგიდან მოყავს ფეხბურთელები ალბათ :)
Tbiliseli
20:24 31-01-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული