29 წლის მარჯვენა მცველს თითქმის მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული და სხვადასხვა გუნდის რიგებში პრემიერლიგაში ჯამში 133 მატჩი ჩაატარა.
უკრაინელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი გამართა.
2014 წელს ზუბეიკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.
'
ბათუმის "დინამოს" ახალწვეული სხვადასხვა დროს ოდესის "ჩერნომორეცის", ხარკოვის "მეტალისტის", ლვოვის "კარპატის" და რუსული "ტოსნოს" ღირსებასაც იცავდა.
დღეს აჭარულმა კლუბმა კიდევ ერთი მოთამაშე - ბენჟამინ ტეიდიც გაიფორმა.
ლატვიური "ლიეპადან" ბათუმამდე - ბენჟამინ ტეიდი "დინამოს" ფეხბურთელია