დავით მუჯირი "ვიტ ჯორჯიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
1999 წელს დაბადებული თავდამსხმელი დავით მუჯირი "ვიტ ჯორჯიაში" გააგრძელებას კარიერას. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

"ტანმაღალი ფორვარდი უკანასკნელ პერიოდში თურქულ "ანტალიასპორსა" და მოლდოვურ "შერიფში" გამოდიოდა.

ჩვენს გუნდში დავით მუჯირი 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს", - წერს ვებგვერდი.

მისი ბაბუა, უფროსი დავით მუჯირი, ძველი თბილისის "დინამოს" მცველი იყო, მამა, ასევე დავით მუჯირი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დროა რაგბმაც დადოს შედეგები თორემ მაგასაც მთხლებურთად გადააქცევენ
sdfffff
17:57 07-02-2019
0
ჟორესი ქავთარაძის ტალანტი რატომ იჩქმალება? მაგარი ფორვარდი ეზრდება ქართულ მთხლებურთს.
მიდი ჟორესი!!
ჰდ
22:47 03-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული