თბილისისი "დინამოში" კიდევ ერთი ესპანელი ლეგიონერი ჩაირიცხა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ესპანელი მცველით სერხიო ნოჩეთი გაძლიერდა. ამის შესახებ კლუბი თავისი ვებგვერდით იუწყება.

"ჩვენს კლუბში კიდევ ერთი ესპანელი ახალწვეულია. დინამოს 26 წლის მარცხენა მცველი სერხიო ნოჩე შეუერთდება. ნოჩემ საფეხბურთო კარიერა "ალმერიას" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ "სიუდად ვიკარის", "ელინის", "სანტბოიას", "არანდინას" და "სან ფერნანდოს" რიგებში გამოდიოდა.

სერხიო ნოჩემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, "დინამოსთან" ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და თურქეთში მყოფ თანაგუნდელებს ხვალ შეუერთდება", - წერს ვებგვერდი.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გორის დილა თუ აგვარებს იმას, რომ ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელები ჩაკოიყვანოს ამათ რა ჭირთ? ვინ უნდა დაგაჯეროს რო ჭ კლასის ესპანელებს ჩისკოს შინაურები გაამრთლებსნ, საძმაკაცო მოყავს ტიპს
tbilisi
10:12 08-02-2019
1
მე ტორპედოს გულშემატკივარი მაგრამ ყველა ქართული გუნდი ჩემი ქვეყნის და სულისაა.. დინამოს სიძლიერე ტორპედოს და ჩემი ქვეყნის სიძლიერეა.. ასე რო დინამოს ფანკლუბი რა გჭირთ ხალხო ხმა ამოიღეთ და მეც გვერდით დაგიდგებით.. ტორპედო რომელსაც ტოტალიზატორი აფინანსებს (არ მიყვარს ეგ ხალხი) მგონი უფრო სწორ პოლიტიკას და სელექციას ატარებს.. ტორპედოს გულშემატკივრისთვის გინება და ქვების სროლა მოვიშოროთ რომელსაც არც ტორპედოს გულშემატკივრები ამბობენ უარს და რაც არასწორი და ძალიან ცუდია, არამედ ერთად დავდგეთ და ქართული საქმე ვაკეთოთ..
ქუთათური
14:25 08-02-2019
0

სიახლეები პოპულარული