რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი - "ტორპედოს" კიდევ ერთი ახალწვეული

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. ქუთაისური კლუბის ღირსებას ვახტანგ ნებიერიძე დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

19 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვახტანგ ნებიერიძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ქართველია. 2016 წლიდან ის "სტროგინოს" ღირსებას იცავდა, რომელიც რუსეთის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. "სტროგინოს" შემადგენლობაში მან 45 მატჩი ჩაატარა.

იანვრის დასაწყისიდან ნებიერიძე "ტორპედოში" სინჯებზე იმყოფებოდა. ის "ტორპედოს" თურქულ შეკრებაზეც გაჰყვა, ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღო და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, მასთან კონტრაქტი გაფორმდა.

altქუთაისის "ტორპედომ" შეკრება მარცხით დაასრულა და სამშობლოში ბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია და ვნახოთ აბა რა ბიჭიც ხარ. ითამაშე კარგად და რომელიმე ასაკობრივშიც გამოგცდიან
გოგა
13:19 20-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული