ფოტო: fcsaburtalo.ge
ეროვნული ლიგის მეორე ტურში "ლოკომოტივთან" 3:1 გამარჯვების შემდეგ, "საბურთალოს" ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ, რომელმაც დედაქალაქურ დერბიში დუბლი მიითვალა, კომენტარი გააკეთა.
"დაახლოებით 10-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველი ოფიციალური ბურთები გავიტანე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. სასიამოვნოა, რომ ჩემს გოლებთან ერთად გამარჯვებაც მოვიპოვეთ და მორიგი 3 ქულა ავიღეთ. კარგა ხნის განმავლობაში ვმკურნალობდი, ახლა მოვმჯობინდი და ნელ-ნელა ვიბრუნებ სპორტულ ფორმას", - განაცხადა ლაშა შინდაგორიძემ.
"საბურთალო" ეროვნულ ლიგაში უდანაკარგოდ მიდის და 2 ტურის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოსთან" ერთად გათამაშების ცხრილს ლიდერობს.
მოქმედი ჩემპიონები შემდეგ შეხვედრას
გიორგი ჭიაბრიშვილი: მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატებთ
ეროვნული ლიგა. II ტური: "საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]
მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით