გიორგი ჭიაბრიშვილი: მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატებთ

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა "ლოკომოტივთან" (3:1) ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წინა მატჩებისგან განსხვავებით, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სეზონის დასაწყისია და არ ვართ ოპტიმალურ ფორმაში. მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატებთ და ბევრად სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

რაც შეეხება ჩემპიონობას - ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, რთულია ჩემპიონობის შენარჩუნება, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ პირველობისთვის ვიბრძოლოთ", - განმარტა "საბურთალოს" ახალგაზრდა სპეციალისტმა.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული