ეროვნული ლიგა. III ტური: როლოვიჩის როლი - დუბლით ჩემპიონს გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

10 მარტს, ეროვნული ლიგის მე-3 ტურში "საბურთალომ" "რუსთავს" 2:1 მოუგო.

პირველ ტაიმში მოსაწყენი თამაში იყო, მასპინძლები უფრო ხშირად უტევდნენ, მაგრამ კონტრიერიშზე ანგარიში ქავთარაძემ გახსნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონმა დიდი ძალებით შეუტია და შეცვლაზე შესულმა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა როლოვიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა. მან თავის ახალ გუნდში სამივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

ამის შემდეგ "რუსთავს" კვლავ შეეძლო დაწინაურება, როდესაც ციცქიშვილი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, იმნაძე მოძებნა, მან კი თავით ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს ჭიაბრიშვილის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ, ორი კარგი შესაძლებლობა მამარდაშვილის კარის დალაშქვრისა
ვერ გამოიყენა ნახევარმცველმა გვარაძემ და როდესაც ყველას ეგონა შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, როლოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიუხედავად მოგებისა, "საბურთალომ" ვერ აჩვენა ჩემპიონის საკადრისი თამაში და აუცილებლად მომატება მართებს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - რუსთავი
გოლები: 0:1 ბექა ქავთარაძე (28, პენ), 1:1 ოგნიენ როლოვიჩი (55), 2:1 როლოვიჩი (90)

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), დაჩი ცნობილაძე, გრიგოლ ჩაბრაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 46), ლაშა შინდაგორიძე (ოგნიენ როლოვიჩი 46), გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, ანტე გი (ბექა გვარაძე 60)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

რუსთავი (4-3-3): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, აკაკი ხუბუტია, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ) (ლაშა ციცქიშვილი 68), ბექა ქავთარაძე (ავთანდილ გუჯაბიძე 80), ლუკა იმნაძე (თემურ ჩოგაძე 88), ნიკოლაი ყიფიანი

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ! ეს აუცილებელია
Mkitkhveli
00:48 11-03-2019
0
tasrilebis gasagonlad minda vtqva dzalian dznelia yviteli baratis an golis gamtani titrebit agnishnot translirebis dros tu ubnis fexburtiaa??
shoti
22:15 10-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
4
2
1
1
1
7
4
0
3
1
-2
3
4
0
2
2
-2
2
4
0
2
2
-4
2