ეროვნული ლიგა. IV ტური - "ვიტ ჯორჯია" "სიონთან" ბოლო წუთებზე დამარცხდა - ჩხუბი მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში "სიონმა" ბოლნისში "ვიტ ჯორჯია" მიიღო. 87-ე წუთზე ანზორ სუხიაშვილის პასი გოლად შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ აქცია. მატჩის 90-ე წუთზე მასპინძელთა მცველ ნიკოლოზ აფაქიძესა და სტუმართა ფორვარდ ზურაბ ღირდალაძეს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც მატჩის მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა აფაქიძეს ყვითელი, ღირდალაძეს კი წითელი ბარათი უჩვენა.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
"სიონი" 1:0 "ვიტ-ჯორჯია"
გოლი: სიხარულია (87)

"სიონი" (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა (თამაზ მაქაცარია 62), დათო კირკიტაძე (ვაჟა ქიქავა
90+5), ვილი ისიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, დავით რაჟამაშვილი (ზვიად სიხარულია 78).
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

"ვიტ ჯორჯია" (3-5-2): ჯონი შეროზია, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ცოტნე მოსიაშვილი (გიორგი ვასაძე 62), ზურაბ ღირდალაძე, ვანო კურდღელაშვილი (პაატა ღუდუშაური 57), ზურაბ მუსელიანი (დავით საჯაია 75), ნოდარ კიკნაველიძე, რევაზ ჩიტიშვილი, კახაბერ კაკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათ ძაანაქვთ თავში რაღაც ავარდნილი რას ძველბიჭობენ და იქაჩებიან სპორცმენიხარ რას ბლატაობ სპორტია ხან მოგარტყავენ ხან მიარტყავ ასეთი დაბალი დონის პიროვნებები აფუჭებენ სპორტში საქმეს ქმნიან არაპროფესიონალურ გარემოს და საერთოდ ყველა სფეროშიი დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი სპორცმენი სპორცმენია !პოლიტიკოსი, პოლიტიკოსია! მშრომელი. მშორმელია და ქუჩის ბიჭი თუ ხარ ნება იბოძე და შორტიანი ნუ დადიხარ სტადიონზე იბრადიაგე და იქ სადაც საჭიროა ხალხს ყურადღება მიაქციე სანამ თავადაც იქ არ მოხვდები .ბოლო ბოლო დასრულდეს ეს ბარდაგი რა საქართველოში ტან კეთილდღეობაც უნდათ ტან სპორცმენობა თან ძველბიჭობაც ეგრე სადაა ეხლა არავინ შემედავოს და ვინმემ ეს საქციელი ვაშკაცურში არ ჩაუთვალოს აბა ხოარ გაატარებდაო ნერვები ყველასააქ მარა ამათთან ეს უკვე ბევრი შემთხვევაა შეკრებაზეც ყველა თამაშე იჩხუბეს და ქვედალიგაშიც ბევრჯერ იჩხუბეს არაა ეს ასე რა ,ისევ ჩვეენ გვნებს და ისევ ჩვენ სპორტს აზარალებს
lasha
22:35 17-03-2019
0
დიდ ათში რაგბისტები რომ იჩხუბებენ ხოლმე,ყველა იმას აკომენტარებს ვაჟკაცური სპორტია და მერე რა მოხდა რომ იჩხუბესო,ფეხბურთელები იჩხუბებენ და ძველი ბიჭები არიანო.სპორტი ვისაც ესმის და უთამაშია იცი როგორი ემოციურია,მართალია არ აქვს გამართლება და პროფესიონალმა თავი უნდა შეიკავოს ამ ყველაფრისგან,მაგრამ არც რაგბის და არც ფეხბურთის ჩემპიონატი არაა პროფესიონალური,ამიტომ ზოგჯერ ხდება ხოლმე ესეთი ჩხუბები,თუმცა ესე მოდათაა გადაქცეული რაგბისტმა თუ იჩხუბა ვაჟკაცია და ფეხბურთელი ძველი ბიჭი.....რატომღაც.ფეხბურთელებიც ისეთივე გულიანი ბიჭები არიან როგორც ჩვენი რაგბისტები და პატივი ვცეთ ყველა სპორტსმენს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული