ეროვნული ლიგა. V ტური: "დილამ" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "დილამ" სახლში "ლოკომოტივს" 3:1 სძლია.

მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ალვინ ფორტესმა, რომელმაც იქამდე რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შორიდან დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა. მე-60 წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა "ლოკოს" ნახევარმცველ კირკიტაძეს და მატჩის ბედიც ამით გადაწყდა.

მართალია, მე-80 წუთზე მსაჯმა უხეშობისათვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა შეცვლაზე შესული "დილას" თავდამსხმელი ნჯოკუ, მაგრამ მოედანზე მაინც არაფერი არ შეიცვალა და "დილამ" საქართველოს
მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე
დილა - ლოკომოტივი 3:1
გოლები: 1:0 ნუგზარ სპანდერაშვილი (19), 2:0 გურამ გოშთელიანი (26), 2:1 ირაკლი სიხარულიძე (35), 3:1 ალვინ ფორტესი (56)
გაძევება: თორნიკე კირკიტაძე (60), ჯეიკობ ნჯოკუ (80)

დილა (4-3-3): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ზაურ კერელეიშვილი, ერიკს სანტოსი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი (ფელიპე პაიმი 89), გიორგი კუცია (ისიფუ ლემპტი 59), ნუგზარ სპანდერაშვილი (ჯეიკობ ნჯოკუ 76), გურამ გოშთელიანი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე

ლოკომოტივი (3-5-2): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ბექა ბუიღლიშვილი, დავით უბილავა (კ), თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, ზურიკო დავითაშვილი (დავით სამურკასოვი 70), რატი არდაზიშვილი (ლუკა კიკაბიძე 78), დავით ჯიქია (ოთარ კობახიძე 65), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული