ეროვნული ლიგა. VII ტური: ბათუმის "დინამომ" "სიონი" შეცვლაზე შესული რომან ჭანტურიას დუბლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის "დინამომ" სტუმრად "სიონი" 4:2 დაამარცხა.

მატჩი მეტად საინტერესო გამოდგა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა 2 გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

58-ე წუთზე უგულავამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა ზღვისპირული გუნდის თავდამსხმელმა ჭანტურიამ კი ამის მერე დუბლი შეასრულა და "დინამოს" გამარჯვება მოუპოვა.

ბათუმის "დინამო" 13 ქულით მეორე ადგილზეა, "სიონი" კი 8 ქულით მეშვიდეზე.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი - დინამო (ბთ) 2:4
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (13), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (20), 1:2 გიული მანჯგალაძე (27),
2:2 ჯაბა უგულავა (58, პენ), 2:3 რომან ჭანტურია (77), 2:4 რომან ჭანტურია (84)

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, ლაშა უგრეხელიძე (გულვერდ თომაშვილი 77), არჩილ ტვილდიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, დავით თარგამაძე, ჯაბა უგულავა (თამაზ მაქაცარია 80), ვილი ისიანი (ლაშა ლეჟავა 80)
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 84), გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (რომან ჭანტურია 74), ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 69)
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული