ეროვნული ლიგა. VII ტური: თბილისის "დინამომ" "რუსთავს" სძლია - ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის "დინამომ" "რუსთავი" 3:1 დაამარცხა.

თბილისის "დინამომ" როგორც მოსალოდნელი იყო, "რუსთავს" ადვილად სძლია. პირველ ტაიმში გოლები შენგელიამ და შულაიამ გაიტანეს, შესვენების შემდეგ შენგელიამ დუბლი შეასრულა და ყველაფერი დასრულდა. სტუმრებმა მხოლოდ ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო" ლიდერ "საბურთალოს 3-3 ქულით ჩამორჩებიან, "რუსთავი" კი 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - რუსთავი 3:1
გოლები: 1:0 ლევან შენგელია (29, პენ), 2:0 აკაკი შულაია (33), 3:0 ლევან შენგელია (58), 3:1 ლუკა
იმნაძე (76)

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, სერხიო ნოჩე, ნოდარ იაშვილი, გიორგი ზარია (ფრან კარბია 55), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (კ) (ანტონიო როხანო 61), ნიკა ნინუა, ლევან კუტალია (ირაკლი აზაროვი 72)

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

რუსთავი (4-1-2-3): გოგი კულუა, სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი ნარიმანიძე (ლუკა იმნაძე 46), პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ), თემურ ჩოგაძე (ზაზა ციცქიშვილი 59), ლაშა ქოჩლაძე, ფახრად გისტაროვი, ნიკოლაი ყიფიანი (ცოტნე კაპანაძე 69)

მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული