ეროვნული ლიგა. X ტური: ბათუმის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატისთვის არნახულ მატჩში "საბურთალო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" საოცარ მატჩში 4:2 სძლია.

ბათუმში ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო, სტადიონის ტრიბუნებზე ნემსიც არ ჩავარდებოდა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ. მოედნის ცენტრში მანჯგალაძის არაზუსტი გადაცემა დიასამიძემ ჩაჭრა, დრიბლინგით შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში და ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის, ალავიძის კარი დალაშქრა.

მე-18 წუთზე კი როლოვიჩმა მეორე გოლი გაუტანა ბათუმელებს, თუმცა სულ მალე მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

37-ე წუთზე პირისპირ გასული ფლამარიონი მეკარე მიგინეიშვილმა წააქცია. პენალტი თავად დაზარალებულმა
შეასრულა, მაგრამ გოლკიპერმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. მაინც გაიტანა შესვენებამდე ზღვისპირულმა გუნდმა მესამე გოლი, როდესაც საბანაძემ ორთაბრძოლა მარგველაშვილს მოუგო და 3:2.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ცვლილებებით მატჩის შემოტრიალება სცადა, მისმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ სწრაფი კონტრიერიში მიიღო და ფლამარიონის პასით რამოსმა "საბურთალოს" მეოთხე გოლი გაუტანა. ცოტა ხანში ფლამარიონის ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

დარჩენილ დროში "საბურთალომ" ვერ მოახერხა თამაშის გადარჩენა და დამარცხდა.

ბათუმის "დინამო" 22 ქულით გალიდერდა, "საბურთალო" კი 21 ქულით მეორე ადგილზეა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:2
გოლები: 0:1 გიორგი დიასამიძე (7), 0:2 ოგნიენ როლოვიჩი (18), 1:2 ვლადიმერ მამუჩაშვილი (22), ვლადიმერ მამუჩაშვილი (25), 3:2 ნიკოლოზ საბანაძე (41), 4:2 გაბრიელ რამოსი (59)
გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (37)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა ჩალაძე 87), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ვალერიან თევდორაძე 82), ჯოვინო ფლამარიონი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხველიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 56), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 46), გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ბექა გვარაძე 62), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვინ დაუშალა სხვა გუნდების გულშემატკივრებს სტადიონზე სიარული? რა უთხარი ყველა იმ ფეხბურთის გულშემატკივარს რომლიც ვითომ და "ფეხბურთის დონის" გამო არ დადის ეროვნული ლიგის თამაშებზე. ფეხბურთს ქმნის გულშემატკივარი, სწორედ ისეთი როგორიც დღეს ბათუმში იყო და ვენაცვალე მათ ყველას. თბილისის დინამოს სტადიონის ცარიელი ტრიბუნები ვერ შექმნის ისეთ სანახაობას, როგორიც დღეს ბათუმში იყო და თუ გინდათ რომ ყველა თამაში ისეთი იყოს როგორიც დღეს იყო, ძაან მარტივი რეცეპტი არსებობს -იარეთ სტადიონებზე და ჩვენ ფეხბურთს ვუგულშემატკიბროთ!!! თორემ ისეთი პირი უჩანს სხვისი(ბარსელონის, ბაიერნის, იუვენტუსის და ა.შ), ჩვენთვის რეალურად არაფრის მომტანი გამარჯვებების ცქერით გაივლის ეს ცხოვრება.
giorgi
25 აპრილი 2019 01:49
0
არ არსებობს ფეხბურთელი რომელიც გადაჭედილ სტადიონზე ძუნძულით ირბენს, უბრალოდ მას ამას ტრიბუნები არ აპატიებენ და ან სკამზე იჯდება ან გუნდიდან წავა. ნუ ვაბრალებთ ფეხბურთელებს ყველაფერს, ჩვენი თავიდან დავიწყოთ, ვიაროთ თამაშებზე ისე როგორც ბათუმში და მერე მოვთხოვოთ ფეხბირთელებს ძუნძულზე პასუხი. ნუთუ ვინმეს სჯერა რომ გადაჭედილ დინამოზე ფეხბურთელი ძუნძულს გაბედავს, თუ გაბედავს უკვე ვთქვი რაც მოუვა. გულშემატკივრის სტადიონზე სიარული ფეხბურთელს იმის განცდას აძლევს რომ ის მარტო თავისთვის და მშობლებისთვის კი არ აკეთებს ამ საქმეს არამედ ათასობით გულშემატკივრისთვის რაც მის პასუხისმგენლობას და მოტივაციას ზრდის. ჩვენი რომ სტადიონებს გავავსებთ მერე გვექნება მორალური უფლება მათ რაიმე მოვთხოვოთ!!! ასეა ყველგან სადაც ფეხბურთი უყვართ და სადაც ფეხბურთი განვითარებულია.
Giorgi
25 აპრილი 2019 16:58
0
არ არსებობს ფეხბურთელი რომელიც გადაჭედილ სტადიონზე ძუნძულით ირბენს, უბრალოდ მას ამას ტრიბუნები არ აპატიებენ და ან სკამზე იჯდება ან გუნდიდან წავა. ნუ ვაბრალებთ ფეხბურთელებს ყველაფერს, ჩვენი თავიდან დავიწყოთ, ვიაროთ თამაშებზე ისე როგორც ბათუმში და მერე მოვთხოვოთ ფეხბირთელებს ძუნძულზე პასუხი. ნუთუ ვინმეს სჯერა რომ გადაჭედილ დინამოზე ფეხბურთელი ძუნძულს გაბედავს, თუ გაბედავს უკვე ვთქვი რაც მოუვა. გულშემატკივრის სტადიონზე სიარული ფეხბურთელს იმის განცდას აძლევს რომ ის მარტო თავისთვის და მშობლებისთვის კი არ აკეთებს ამ საქმეს არამედ ათასობით გულშემატკივრისთვის რაც მის პასუხისმგენლობას და მოტივაციას ზრდის. ჩვენი რომ სტადიონებს გავავსებთ მერე გვექნება მორალური უფლება მათ რაიმე მოვთხოვოთ!!! ასეა ყველგან სადაც ფეხბურთი უყვართ და სადაც ფეხბურთი განვითარებულია.
Giorgi
25 აპრილი 2019 14:30
0
ყველა გამოხმაურება
ბევრი ასეთი თამაში, მსგავსი გულშემატკივრობა ყველა ქალაქში (განსაკუთრებით დედაქალქში სადაც ფაქტიურად არ დადის ხალხი) და წავა წინ ჩვენი ეროვნული ლიგაც და მთლიანად ფეხბურთიც.
QT
25 აპრილი 2019 00:22
0
აი გუნდი და აი ბალეშიკობა,ეს გუნდი და მისი ბალეშიკები მართლაც ღირსია ჩემპიონობის....
ასევე
24 აპრილი 2019 23:20
1
ყოჩაღ ყოჩაღ! იმსახურებს ეს გუნდი და იმსახურებს ეს გულშემატკივარი! გილოცავთ ბათუმლებო!
ჩვენ ვართ ტორპედო!..
24 აპრილი 2019 23:15
2
ვენაცვალე ბათუმს, მშვენიერე თამაში და დიდებული გულშემატკივრობა
დიმა
24 აპრილი 2019 23:00
1
ბრავო ბიჭებო. გილოცავთ. წინ ბევრი გამარჯვებააა. ჩემპიონობას მოგილოცავთ სეზონის ბოლოს!
მამუკა ქობულაძე
24 აპრილი 2019 22:59
0
გილოცავთ ბათუმი!
ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო!!
ყოჩაღ ფეხბურთელებს და ბრავო გულშემატკივრებს!!!
იმედია ასე გააგრძელებთ!
წარმატებები!!!!!
დინამო თბილისის ფანი
24 აპრილი 2019 23:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული