25 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-10 ტურის დასკვნით მატჩში "დილამ" "ვიტ ჯორჯიას" 1:0 მოუგო.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო. შესვენების შემდეგ ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს. 72-ე წუთზე ფორტესმა გოშთელიანის პასი მიიღო, ორი მცველი მოძრაობით ჩამოიცილა, ახლო მანძილიდან კარშიც დაარტყა, მაგრამ თავისი გუნდი მცველმა ჩაკვეტაძემ გადაარჩინა.
თუმცა "დილამ" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მარჯვენა ფლანგზე დრიბლინგის შემდეგ სპანდერაშვილმა ჯოკუს უპასა, მის მიერ არცთუ ძლიერად დარტყმული ბურთი კი მეკარემ ვერ მოიგერია და გორულმა გუნდმა 3 ქულა აიღო.
ნჯოკუმ ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - დილა 0:1
გოლი: ჯეიკობ ნჯოკუ (88)
ვიტ ჯორჯია (3-5-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ზურაბ სეხნიაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი (ნიკოლოზ მაისურაძე 57), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური (ზურაბ მუსელიანი 73), ზურაბ ღირდალაძე (გიორგი ვაზაგაშვილი 87)
მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
დილა (3-4-3): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, გია ჩადუნელი, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი, ამოს ნონდი, ალვინ ფორტესი (ჯეიკობ ნჯოკუ 80), გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი (კ) (ნიკა გაგნიძე 90+3), გურამ გოშთელიანი (ნუგზარ სპანდერაშვილი 80)
მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე