200 ათას ლარამდე დაზოგვა ხდება - სფფ ახალი პარტნიორის შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2019 წლიდან ახალი პარტნიორი ჰყავს.

ირლანდიური კომპანია INSTAT LTD ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩების გადაღებას და ინტერნეტში მაუწყებლობას უზრუნველყოფს.

კომპანიის გადამღები ჯგუფები ქართულ მედიასივრცეში დასაქმებული ოპერატორებით და შესაბამისი მომსახურე პერსონალით არის დაკომპლექტებული. თანამშრომლობის პირველი ეტაპი ექვს თვეს მოიცავს, წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში კი კონტრაქტი გაგრძელდება.

სწორედ ამიტომ, ინტერნეტსა და ტელეკომპანია "02"-ის პირდაპირ ეთერში მატჩები სატესტო რეჟიმში გადაიცემა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ლიგის მატჩები ინტერნეტში 2017 წლიდან გადაიცემა, 2019 წლიდან კი ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზეზი
კომპანიის მიერ კონკურენტულ გარემოში მნიშვნელოვანი დამატებითი მომსახურების შემოთავაზება გახდა.

კომპანია INSTAT LTD პირდაპირი ეთერის რეჟიმში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას. ამასთან, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯამში 200 ათას ლარამდე თანხის დაზოგვა ხდება, რომელიც სხვადასხვა პროექტს მოხმარდება.

ონლაინტრანსლირების პროექტი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებისა და ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი სპონსორის მხარდაჭერით ფინანსდება. უახლოეს მომავალში, ფეხბურთის ფედერაცია ონლაინრეჟიმში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემო ძვირფასო მეგობარო ენას ნუ ვერჩით, მასე ბევრი ენა არ უნდა ისმოდეს საქართველოში,მაგრამ რას ვიზამთ.
ზურაბი
07:25 01-05-2019
1
კომენტარი რატომ არ დაიდო? თუ მარტო საქებარი კომენტარი უნდა იყოს რომ გამოქვეყნდეს
მიხაელი
17:53 30-04-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული