კრიზისი "ტორპედოში" - Sportall.ge-ს წყაროს ცნობით, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბის დატოვებას გეგმავს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ტორპედოში" კვლავ კრიზისია და საქმე სერიოზულადაა. თუ პირველ წრეში ქუთაისურმა კლუბმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, ამჯერად მოთამაშეები წასვლაზე სერიოზულად ფიქრობენ.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ორი თვის პერიოდში, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან არ გამოჩენილა და მათი შეხვედრა მხოლოდ 2 დღეში შედგება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება არსებული ვითარება.

ჩვენი წყაროს ცნობით, ფეხბურთელები დავალიანების გადახდას არ ელოდებიან და არ სჯერათ, რომ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარდება.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ხელფასის არგადახდის შემთხვევაში, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბს დატოვებს,
რადგან კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, მოთამაშეებს კი შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან აქვთ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში სტუმრად თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ზაფხულში კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა იასპარეზოს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნული დავალიანება გასტუმრებული იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდი დატოვა, რაც ტყუილია - გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება "ლოკომოტივთან" მატჩისთვის. დღეს გუნდი თბილისში ჩავა, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ კი მატჩს გამართავს. რა იქნება ზეგ, ამას დრო გვანახებს, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
საერთოდ რა გააკეთა ამ ზაალ ჩაჩავამ კლუბში?იშოვა ფული იმის ნაცვლად პირიქით რომ უნდა მოეტანა. თვალში ნაცარი შეგვაყარა შარშან როდესაც მდარე ხარისხის ლეგიონერები შემოგვაჩეჩა. არავითარი დაპირებული ინვესტიცია მხოლოდ დაგვაბოლა ხალხი და შეჭამა ფული. არ დაბლოკოთ გთხოვთ!
kaxa
17:43 09-05-2019
1
კიმაგრამ რა უბედურებაა, გუნდი გაკეთდება, შეთამაშდება, პოტენციალს შეიძენს და უცებ გამოჩნდება რომ პრობლემები ჰქონიათ!
ნუ დაშლით გუნდს, ქუთაისს უნდა ყავდეს კარგი, კონკურენტუნარიანი გუნდი.
გთხოვთ მიხედეთ დროზე ტორპედოს და ყველა გუნდს!
ნუ წაგვართმევთ გულშემატკივრებს ამ პატარა სიხარულებს!
წარმატებები ტორპედოს და ყველა ქართულ კლუბს!
დინამო ბათუმის გულშემატკივრები თქვენს გვერდით ვართ ქუთათურებო!!!
ბათუმელი
13:31 09-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული