ეროვნული ლიგა. XII ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" ადვილად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მაისს, ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ტორპედომ" სტუმრად" "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მალე დაწინაურება მოახერხეს - მე-12 წუთზე ქავთარაძემ ჩაჩუას პასით ანგარიში გახსნა, მომდევნო შეტევისას კი კომახიძემ საკუთარ საჯარიმოში ქავთარაძე წააქცია და პენალტი ზივზივაძემ გამოიყენა.

62-წუთზე ქუთაისელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რიჩარდ ლუკამაც დაამწუხრა "ლოკო". მასპინძლებმა კი პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს - თავი შონიამ გამოიჩინა.

"ტორპედო" 23 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო "ლოკომოტივი" 9 ქულით მეცხრეზე.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ტორპედო 1:3
გოლები: 0:1 ნოდარ ქავთარაძე (12), 0:2
ბუდუ ზივზივაძე (14, პენ), 0:3 რიჩარდ ლუკა (62), 1:3 თეიმურაზ შონია (81)

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), თეიმურაზ შონია, ლაშა გვილია (დავით სამურკასოვი 76), ოთარ კობახიძე (რევაზ ინჯგია 64), თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ჯიქია (ირაკლი სიხარულიძე 59)

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, თენგიზ წიქარიძე (თორნიკე კაპანაძე 67), ამბროსი ჩაჩუა, რიჩარდ ლუკა (ვახტანგ ნებიერიძე 82), ბუდუ ზივზივაძე (გრიგოლ დოლიძე 71)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული