"თუ ვერ მოვიძიეთ თანხები, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო" - "ტორპედოს" პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეხვდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელები გუნდის პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაზე "ტორპედოელებმა" გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ზაალ ჩაჩავა გუნდს დავალიანების თვის ბოლომდე გადახდას დაპირდა.

ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები გუნდში ჩინელი ინვესტორების წასვლამ გამოიწვია.

"პრობლემები შეგვექმნა, რადგან ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეწყვიტა. მათ უარი თქვეს დაფინანსებაზე, რის გამოც შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები კომპანიის დირექტორს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. რაც შეეხება დავალიანებას, თვის ბოლომდე დაიფარება. მაქვს მოლაპარაკება ორ კომპანიასთან, რომ ჩინელების ნაცვლად შემოვიდნენ და "ტორპედომ" გააგრძელოს თამაში.
ჩვენ რომ მოვედით გუნდში არაფერი არსებობდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, ვასპარეზობთ წარმატებით"- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი გუნდიდან წასვლის საკითხი, პასუხობს:

"მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. მოგეხსენებათ არ არის ადვილი, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ ვერ მოხერხდა და ვერ მოვიძიეთ თანხებს, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და დავუბრუნო მუნიციპალიტეტს".

ჩაჩავა ჯერ არ აკონკრეტეს ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებას, თუმცა ამბობს, რომ ერთი რუსული, მეორე კი ქართული კომპანიაა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ ფეხბურთელებს და მწვრთნელს. მათი თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან, რადგან, რაღაც საკითხები დაუზუსტებელია. დღესვე ზაალ ჩაჩავას "ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ.მათი თქით, ჩაჩავას განამარტებები ბუნდოვანია, რადგან გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და ჩინური კომპანია არაფერ შუაშია, ამიტომ გუნდზე მას უნდა ეზრუნა.

ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა ის ბუზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ შეიძინა.

იმერულ კლუბში მისი მოსვლის შემდეგ, "ტორპედომ" ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და 2-ჯერ სუპერთასი მოიგო.


ნესტან ჩაგელიშვილი Sportall.ge-ისთვის
მკითხველის კომენტარები / 39 /
თუ ერთი ადგილი არ ქონდა ტორპედოს პატრონობისთვის რაღას მოვიდა მაშინ, მე მახსოვს სანამ ტორპედოს შეიძენდა ამბობდა მთავარია შევიძინო და ავაყვავებ ტორპედოსო . მოკლედ საარჩევნო ტყუილივით გამოუივიდა
ტოტტი
12 მაისი 2019 17:22
0
ტიპი რა გარეწარია, ამდენი ფული მოტეხა ფედერაციისგან და უეფასგან ამ აფერისტმა, ორიბსეზონი ეყოგოდა გუნდს.
აფერისტების ქვეყანა
12 მაისი 2019 18:56
1
მატყუარა ხარ ჩაჩავა
doctor oncologey
12 მაისი 2019 19:04
0
ფედერცისგან ჩემპინატიდან და თასის მოგებით მგონი სოლიდური ფული გამოიმუშავა ტორპედომ და პლუს ევროტურნირებიდანაც. სადღაც წავიკითხე და თუ არ ვცდები ჯამში 2 მილიონი და ეგ თანხა სად წავიდა? მითუმეტეა თუ ფეხბურთელებს ჩინელები უხდიდნენ ხელფას. გული მწყდება ტორპედოზე,აეწყო გუნდი და რო დაიშალოს არ იმოქმედებს ეს დადებითად ეროვნული ლიგისთვის. ეგ ჩაჩავა ნამდვილად არ ვიცი რისი მაქნისია,მაგრამ არ ჩანს კაი კაცი.
ზუგდიდი
12 მაისი 2019 21:18
0
მოდი დავთვალოთ. საშუალო ხელფასი 10 000 ლარი რომ ავიღოთ 20 კაცზე 200 000 ლარია თვეში. წელიწადში 3 000 000 ლარი თავისი საშემოსავლოთი. კვება და ტრანსპორტი ეკიპირება და ა.შ. ალბათ ყველაზე დიდი 1 000 000 ლარი. 5 მლნ სად წავიდა შენ ახვარო შენ ???
ლმ
12 მაისი 2019 22:25
0
ჯიბაში ძამა, ჯიბაშიიიიიი
ვაი ჩვენთვის
13 მაისი 2019 16:58
0
და უეფას მიერ ჩარიცხული 9 მლნ ლარი სად წავიდა ??? ამუნიამ შეჭამა ??? როგორ უნდა შეარჩინონ. რა ქვეყანაა, რა ფედერაცია. სად არის აუდიტი, კონტროლი, მერია, სასამართლო ???
ლმ
12 მაისი 2019 20:36
0
და უეფასაგან და ფედერაციისაგან მიღებული თანხები სად წავიდა? ვფიქრობ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ამ კაცის საქმიანობით ტორპედოში
Maersk
12 მაისი 2019 21:30
1
თუ ეს კაცი მესაკუთრე იყო კლუბის (და ყველამ ესე ვიცით ეს ამბავი) და წაიღო ის ფული საკუთარ ჯიბეში, სამართალდამცავები რა შუაში არიან? კლუბს როცა ასხვისებენ, მაშინ უნდა იფიქრონ მეტი, თორემ ამ სიტუაციაში ვინ ვის რა უნდა მოთხოვოს?
kote
13 მაისი 2019 16:47
0
ამას ისე უნდა შევუქმნათ მდგომარეობა რომ,ქუთაისში ვერ გამოჩდეს.
ზას.
12 მაისი 2019 21:14
0
ქუთაისში არ გამოჩენა არ არის გამოსავალი. საფინანსო უნდა დაინტერესდეს და აგოს პასუხი ყველანაირად და დააბრუნოს ის თანხები, რაც მიითვისა.
gaga
13 მაისი 2019 09:32
0
ამას ნორმარულ ქვეყანაში მიუჩენდნენ ადგილს სადაც საჭიროა
tbiliskii
12 მაისი 2019 18:29
2
მოუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ზაალ ჩაჩავას პიროვნებით!!!...
კლუბი გაძარცვა და მშრალად უნდა წასვლა!!!...
არტაგი
12 მაისი 2019 23:51
0
მოგებული მაისური რომ არ გადმომცა და ფეხებზე დაიკიდა, აი მანდ გამოჩნდა მაგ კაცის სახე.
გიორგი
13 მაისი 2019 11:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული