ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ჩიხურა" - "რუსთავი" - უგულოდ, უგოლოდ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მაისს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ჩიხურასა" და "რუსთავის" მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი ძალიან დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ბევრი იყო წუნი, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, შედარებით აქტიურნი სტუმრები იყვნენ, სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა მაყურებელმა თვალსასეირო თამაში ვერ იხილა და - 0:0.

აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" მწვრთნელს ფრუიძეს არც ერთი ცვლილება არ განუხორციელებია.

"ჩიხურა" 19 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო "რუსთავი" 10 ქულით მეცხრეზე.

"რუსთავმა" ცუდი სტარტის შემდეგ უკანასკნელ 3 მატჩში 7 ქულა აიღო.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ჩიხურა - რუსთავი 0:0

ჩიხურა(4-4-2): დინო ჰამზიჩი, დავით
მაისაშვილი, ოლეგ მამასახლისი, შოთა კაშია, გიორგი კორიფაძე, დემურ ჩიხლაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე, მიშიკო სარდალიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბიძინა მახარობლიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

რუსთავი(4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე, ლუკა გადრანი, ცოტნე კაპანაძე, პაპუნა ფონიავა, ფარხად გასტაროვი, ლაშა ქოჩლაძე, ზაზა ციცქიშვილი (პაატა კიტეიშვილი 65), ლუკა სილაგაძე, თემურ ჩოგაძე (ნიკოლაი ყიფიანი 56), ლუკა იმნაძე (ზურაბ ჯაფიაშვილი 90)

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდში ოთხი თავდამსხმელი სკამზე გეჭდეს და არ ათამაშო არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე
ZAMA
10:20 16-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული