ეროვნული ლიგა. XIV ტური: ბათუმის "დინამო" სახლში დაუნდობელია - ამჯერად "ვიტ ჯორჯიას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის "დინამომ" სახლში 2:0 მოუგო "ვიტ ჯორჯიას".

ამ შეხვედრის წინ "ვიტ ჯორჯიას" ლაშა ფირცხალაიშვილის ნაცვლად ვლადიმერ ხაჩიძე ჩაუდგა სათავეში და საინტერესო იყო, როგორ გაუძლებდნენ "ვეტერინარები" ბათუმის პირთამდე სავსე სტადიონზე თამაშისას არსებულ წნეხს. ვერ გაუძლეს.

პირველი ტაიმის შუაში ანგარიში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონიმ გახსნა. მან ბრძოლა ჩაკვეტაძეს მოუგო და შეროზიას კარი დალაშქრა. ფლამარიონიმ მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა. კომპენსირებულ დროში რამოსმა კი გაიტანა გოლი, მაგრამ არ ჩაუთვალეს, რადგან ბურთი ხელზე მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ
სტუმრები აგებდნენ, მეორე ტაიმშიც უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 77-ე წუთზე კი ტეიდმა შორიდან ლამაზი დარტყმით ბურთი შეროზიას კარის ცხრიანში გაიტანა.

მოკლედ, ბათუმის "დინამომ" სახლში ისევ გაიმარჯვა, "ვიტ ჯორჯიამ" კი ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - ვიტ ჯორჯია 2:0
გოლები: 1:0 ჯოვინო ფლამარიონი (27), 2:0 ბენჟამინ ტეიდი (77)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, ალეფ სანტოსი, გურამ ადამაძე, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (გიორგი ნავალოვსკი 81), გაბრიელ რამოსი (თორნიკე გაფრინდაშვილი 73), ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 89)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია (4-4-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე (ნოდარ კიკნაველიძე 60), გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ზურაბ სეხნიაშვილი, ცოტნე მოსიაშვილი (ნიკოლოზ მაისურაძე 46), გიორგი ვასაძე, კახაბერ კაკაშვილი, პაატა ღუდუშაური (დავით მუჯირი 72), ზურაბ მუსელიანი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიტ ჯორჯია,თქვე უთავბოლოებო, ჯერ სად ხართ აწი ნახეთ თქვენი გუნდის ნგრევა.აწყობილ გუნდს მოუღეთ ბოლო ვითომ ფეხბურთის მცოდნეებო.
Batumi
00:02 20-05-2019
0
ძალიან, ძალიან მიხარია, ბათუმში ნამდვილი საფეხბურთო გარემოს დაბრუნება. როგორც ჩანს საქართველოში ფეხბურთის აღორძინება ბათუმიდან, მისი აკვნიდან დაიწყება ისევ. გაიხარეთ ბათუმელო გულშემატკივრებო საკუთარი გუნდის და ფეხბურთის ასეთი თავდადებული სიყვარულისათვის. დიდი იმედი მაქვს, ბათუმელები კიდევ ბევრჯერ ჩამოიყვანენ პრემიერლიგის და სხვა ტოპლიგების გუნდებს ბათუმში სათამაშოთ.
გიზოგ
09:46 20-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული