19 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩის (2:0) შემდეგ სტუმართა გუნდის ფეხბურთელები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს.
სავარაუდოდ, შავ სიაში 2 თამაშია:
4 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "ვიტ ჯორჯია"-"რუსთავის" შეხვედრა (2:3), რომელსაც "ვეტერინარები" 2:0-ს იგებდნენ და ბოლო 14 წუთში 3 გოლი გაუშვეს.
აგრეთვე, 2018 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული თასის მეოთხედფინალი "ვიტ ჯორჯია"-"თელავი" 0:3.