8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი - სუს-ი მოთამაშეების დაკავებას ადასტურებს და ვიდეოკადრებს ავრცელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფეხბურთელების დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას და ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელსაც Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას"ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ.,
საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. "ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "თბილისის მერანსა" და საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის გურიას" შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს."
მკითხველის კომენტარები / 15 /
მე რომ ვწერდი, სადღაა ფეხბურთითქო, აქ გამოხტნენ ვიღაც-ვიღაცეები და სისულელეების წერა დაიწყეს)))) მაშინ, რათქმაუნდა საქართველოს ჩემპიონატს არ ვგულისხმობდი, მაგრამ იმას მაინც ნუ მეტყვით ეხლა, რომ ეს ყველაფერი ქართველების მოგონილია))))) აი ზუსტად ესე ხდება ევროპაშიც, უყურებ და ვერ ხვდები რა მომენტში გაგაცურეს)))) არა მე კი ვხვდები, უბრალოდ ხალხია დაჩლუნგებული))))) გადაიტანეთ ეს ყველაფერი ეხლა ევროპის თამაშებზე და მიხვდებით, რომ ფეხბურთი აღარ არსებობს:) როცა უნდათ, სადაც უნდათ, რა ანგარიშსაც უნდათ - იმას დაგისვამენ:) ადიოს ამიგოს ))))
სადღაა ფეხბურთი???
14:19 20-05-2019
6
სუს რა მაგარი სპეცსამსახური ხარ, ეს რა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მეტად საჭირო საქმე გაგიხსნია, ეს რა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტები გამოგივლენიაა, ვამაყობ ქართული სპეცსამსახურით!! თქვენ რა ეხუმრებით საქართველოს მეორე ლიგაში მოასპარეზე გაკოტრების პირას მყოფი ლანჩხუთის გურიას მშიერი ფეხბურთელის მიმართ ოპერაციის დაგეგმვას და განხორციელებას. ამ ბოლოდროს რაღაც თერჯოლის საპოვნელას და ჩხერიმელას თამაშები მეეჭვება იმედია თქვენს მახვილ თვალსაც არ გამორჩება რამე))))))
megre
21:51 20-05-2019
17

სიახლეები პოპულარული