ადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას ადვოკატის განცხადებით, "საქმის მასალებში არის ინფორმაციები", რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ ფეხბურთელები ერთ-ერთი პირის სიცოცხლის გადასარჩენად დათანხმდნენ გარიგებას.

როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, საუბარია აგენტზე, რომელმაც ფეხბურთელების პროვოცირება მოახდინა. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა სახის ინფორმაციებია მოცემული საქმეში ამასთან დაკავშირებით.

"არის გარკვეული ინფორმაციები კონკრეტული პირის ჯანმრთელობის და სიცოცხლის თაობაზე. საუბრები მიდის იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად
ხდება ეს ყველაფერი. მანამდეც იყო მცდელობები, რომ ჩართული ყოფილიყო ჯონი შეროზია ამ საქმეში, თუმცა ყოველთვის იყო უარი მისი მხრიდან და არ მიდიოდა მსგავს ნაბიჯზე. ფაქტია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი შემოსავალი არ მიუღია ამ საქმიდან", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

წყარო IPN.GE

altმატჩების ჩაწყობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს

altდაკავებული ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს: შეცდომა დავუშვი, 22 ივნისს ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა სირცხვილია.. რას აღარ იკადრებენ რომ მოიშორონ ჩირქი..!!!!
ზუზუ
14:46 22-05-2019
1
ხოოოო და კიდე ღამღამობით არის ბეტმენი :)
Batman
15:11 22-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული