"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."

AutoSharing Option
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ გარიგებული მატჩების სქემაში პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო დათანხმდა.

როგორც გეთიაშვილი აცხადებს, "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

აღნიშნული საქმის გარშემო ბრალდებული ფეხბურთელი განცხადებას ავრცელებს:

"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს.
არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის "ჩაწყობის" მიზნით. შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი, თუმცა ბოლოს პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომლებსაც ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი "სქემაში", რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა "თამაშის ვერგაკეთების ვალიც", რისთვისაც იძულებული გამხადეს, მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ "ვალის" განულების მიზნით მეთხოვა დახმარება. შესაბამისად, "სქემაში" მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი, პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

1. "ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია;

2. "ვიტ ჯორჯიას" და "რუსთავის" თამაში არ ყოფილა "გარიგებული";

3. "ბათუმი"-"ვიტ ჯორჯიას" თამაშის "ჩაწყობის" მთავარი მიზანი იყო "ვერგაკეთებული თამაშის ვალის" განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა", - აცხადებს გეთიაშვილი.

ცნობისთვის, გარიგებული მატჩების საქმეზე 11 ფეხბურთელი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

altრა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა

altმატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება


წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
ERTS VITYVI GUDUSHAURMA DA KIKNAVELIDZEM TU ARIS IS MINIMALURI SHANSIRO PEXBURTI ITAMASHON SACHIROA DABRUNDNEN PEXBURTSHI RATQMAUNDA TU AMIS SHANSIA NANAXI MAQVS MATI TAMSHI DA ORIVE DZALIAN DIDI DZALA IQNEBA SAQARTVELOS NEBISMIERI GUNDISTVIS DA ZOGADAD QARTULI PEXBURTISTVIS.
123
30 მაისი 2019 13:07
7
jer siamrtele unda gairkves aqro iwerebit da nsjit itamshon tu ara da simartle ertia da gasarkvevi rogorc chans jer araperi araa garkveuli da am gancxadebas albat moyveba ganmartebebi.yvelam kargad icisro eset saqciels gamartleba araaqvs da idzaxis kidec gancxadebashi magram simartele yvelapers daadasturebs
daviti
30 მაისი 2019 16:32
2
gudushauri sachiroa qartul pexburtshi.kiknavelidze arvici magram msmenia mag bichzero axalagazrdulshi aqvs natamashebi da endobodnen nakrebshi
zizu
30 მაისი 2019 15:51
4
GUDUSHAURI DA KIKANVELIDZE SACHIROA DABRUNDEN DA GAAGRZELON TAMASHI ORIVE DZALIAN DIDI DZALAA QARTULI PEXBURTISTVIS.GUDUSHAURIS TAMASHI NANAXI MAQVS DA ERT ERTI TALANTIA MAT SHORIS VINC MOIAZREBA SAQARVELOSHI TALANTEBAD
GOGA
30 მაისი 2019 13:21
7
ჩემი აზრი ასეთია!
ამ ფეხბურთელებს პირობითი მსჯავრი უნდა გამოუტანონ.
უნდა აეკრძალოთ ფეხბურთის თამაში!
ფეხბურთს არ გაეკარონ 5 წელი და მერე ხელი შეუწყონ რათა მსაჯები ან მწვრთნელები გახდნენ!
მათი სამუდამოდ ფეხბურთიდან მოკვეთა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!
ეს იმ გაჭირვების და არასწორი პოლიტიკის ბრალია რაც ქართულ ფეხბურთში და ზოგადად სპორტშია!
სპორტსმენი მინიმალური ჯამაგირით და პირობებით უნდა იყოს მაინც დაკმაყოფილებული და არუნდა ფიქრობდეს იმაზე ვაითუ ხელფასი ვერ გადაუხადონ!
ცხადია გამართლება არააქვს მათ საქციელს!
აი როცა მინიმალურ პირობებს დაუკმაყოფილებენ შემდეგ კი შეიძლება მკაცრი სასჯელი!
ბათუმელი
30 მაისი 2019 16:17
10
როგორც მივხვდი, ორი ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულად შეწუხებულია. უბრალოდ ვერ მივხვდი რის გამო. ალბათ ფსიქოლოგიური ზეწოლა იგულისხმა( მომკლავენ, თავს მოვიკლავ და ა.შ). წესით, თუ არანაირი სხვა ინტერესი არ ქონდა იმ ორს(როგორც თვითონ ამბობს) უფრო მეტად უნდა დააკონკრეტოს
მაინც კარგია
30 მაისი 2019 15:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული