მატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

AutoSharing Option
მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.

"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.

7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვინ არის ფეხბურთის სირცხვილი??? მაგრა მაინტერესებს ?? ეს ბიჭები? უკაპიკოდ რო გადმოიყვანეს ვიტ ჯორჯია უმაგლესში ? ჟირკით რო ბრძოლობდნენ ბოლომდე??? ღუდუშაური , შეროზია და კიკნაველიძეა სირცხვილი??? საუკეთესო მეკარე საუკეთესო მეკარე შრეროზია,და ერთერთი საუკეთესო ტალანტი ღუდუშაური ესენი არიან სირცხვილები?? თქვენ ხალხო ხო კარგად ხართ??? ჯერ გაიგეთ რა და როგორ მოხვდა ,მართლა გამკეთებლები რო გყავთ ეს გაარკვიეთ კარგად სიონი ყოველმეორე თამაშს რო აკეთებს ,ან დინამო რას გავს გულიმერევა უკვე დინამოზე რას გავნან .....
ირაკლი
17:54 17-06-2019
0
რამდენი აქვთ ისე ხელფასი ფეხბურთელებს? დახმარებოდნენ საკუთარი ჯიბიდან. მაინც ხომ მოუწიათ 10000ის გადახდა.
sdfffff
00:24 03-06-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული