ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაისურაძის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განუცხადა, გადაწყვეტილება მაისურაძის თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება. ადვოკატის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი და უსაფუძვლოა.

"ფედერაციის გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან დასახელებულნი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და განაჩენი არ არის დამდგარი. მაშინ, როდესაც ამ პირების ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ასეთ ვითარებაში ძალიან უსამართლო და დაჩქარებული გადაწყვეტილება აქვს ფედერაციას. პირობითად ხვალ ან ზეგ რომ გამართლდეს
რომელიმე პირი, გამოდის, რომ ფედერაციამ წინმსწრებად, უსაფუძვლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება თუნდაც სასამართლოს განაჩენს.

გასაჩივრებადია ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით, სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წყარო: IPN.GE


მკითხველის კომენტარები / 3 /
ხმას როგორ იღებ?
სიმართლე
00:05 07-06-2019
0
გაააასაჩივრებთ მარა იმ გულშემატკივარს რას გვეტყვით ვისაც სულში ჩაგვაფურთხეთ? არ ხართ თამაშის ღირს 100000000% გადაწყვეტილებაა რომ ვერცერთი ვეღარ ითამაშებთ ფეხბურთს. ბათუმელი გულშემატკივარი ქართული ფეხბურთის.
roma
10:48 07-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული