მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფი "ტორპედო" ქართული წარმოშობის 25 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ამბროსი ჩაჩუამაც დატოვა და footboom.com-ს შემდეგი განუცხადა:
"კლუბში სერიოზული ფინანსური პრობლემებია. ოთხი თვეა ხელფასი არ გადაუხდიათ და ეს გახდა ქართული გუნდიდან ჩემი აბარგების მთავარი მიზეზი.
"ტორპედოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე და თავისუფალი აგენტი ვარ. ვალი? დაფარვას გვპირდებიან. ამ საკითხით ახლა ჩემი იურისტები არიან დაკავებულნი.
დრო გვაჩვენებს, ყველაფერი როგორ დასრულდება. მომავალი? მოცემულ მომენტში კონკრეტულ წინადადებებს ველი. უკრაინა თუ ისევ საზღვარგარეთი? ძნელი სათქმელია, ვნახოთ".