თბილისის "დინამო" აბდელ მეჯუბიმაც დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდი, ლევან შენგელიას გარდა, მცველმა აბდელ მეჯუბიმაც დატოვა.

"ლევან შენგელიამ, რომელსაც "დინამოსთან" არსებული კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუმთავრდა, თბილისური კლუბი დატოვა. მიუხედავად ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებული შეთავაზებისა, რომელიც ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს ითვალისწინებდა, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თურქული სუპერლიგის "კონიასფორში" არჩია.

ასევე, გუნდი იჯარით მყოფმა ფრანგმა ლეგიონერმა აბდელ მეჯუბიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. იგი კარიერას ფრანგულ "ბორდოში" გააგრძელებს. "დინამო თბილისი" ორივე ფეხბურთელს მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს", - წერს თბილისის "დინამო" "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული