რომან ფიფია: ლევან მჭედლიძესთან კაცური შეთანხმებაც გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის "დინამომ" ლევან მჭედლიძე ოფიციალურად წარადგინა. ტრანსფერის შესახებ პრესკონფერენციაზე კლუბის მფლობელმა რომან ფიფიამ ისაუბრა.

"დღეს სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ლევან მჭედლიძე "დინამოს" ფეხბურთელია. ძალიან მოხარული ვარ, გაცნობოთ ეს კარგი ამბავი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის თბილისის "დინამოში" გადმოსვლა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მიუთითებს.

ლევანს სურვილი აქვს, რომ "დინამო" ევროსარბიელზე გაიყვანოს და მას გაცილებით დიდი გეგმები აქვს.

ჩვენ კონტრაქტის მიღმა გვაქვს კაცური შეთანხმებაც, ყველაფერი კონტრაქტში არ იწერება. თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტიც და შეთანხმებაც არ შველის.

ლევანთან გვაქვს ის შეთანხმება,
რომ ერთად წავალთ წინ. ლევანი ჩვენ გვიწყობს ხელს, ჩვენ ლევანს ვუწყობთ ხელს. როცა ორი ინტერესი ემთხვევა, გამოდის კარგი საქმე.

ჩვენი მიზანი დღეს არის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს უძლიერესი. ხოლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ნაბიჯმა დააფიქროს ზოგი ქართველი ფეხბურთელი, რომლის მიმართ გვექნება ინტერესი.

გვინდა ჩემპიონატი მოვიგოთ და შემდეგ გავიდეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ნავსი უნდა გავტეხოთ. ყველამ ნახა, რომ ჩვენ "ფეიენოორდს" დავამარცხებდით, მსაჯს რომ არ ემაიმუნა. ჩვენ მეტოქეებს მსაჯიანად უნდა მოვუგოთ", - თქვა ფიფიამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
მსაჯს აბრალებს და რამდენი ხანია არაფრის მომტანი ლეგიონერები რომ ჩამოყავს,იმაზე ხმას არ იღებს.
კახა ქ.
21 სექტემბერი 2019 03:21
1
ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯით ეს მისი პროფესიაა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
20 სექტემბერი 2019 20:35
1
ჭანტურია???
gocha
20 სექტემბერი 2019 21:02
1
მატყუარა კაცი.
georgian
21 სექტემბერი 2019 00:56
3
შეგიძლია ეს პირში უთხრა? თუ ამას გააკეთებ დაწერე კოორდინატები და იქ უთხარი პირისპირ
georgians
21 სექტემბერი 2019 15:10
1
მე შემიძლია.
სანდრო ტოგონიძე.
ხილიანზე გაიკითხე.
Babu
22 ნოემბერი 2019 02:08
0
აფერისტ!
emigranti
21 სექტემბერი 2019 03:09
0
მინიმუმ ერთი კარგი მცველის და 4 ნახევარმცველის დამატება დაჭირდება საქართველოს ჩემპიონატიდან.
ddgfdf
20 სექტემბერი 2019 19:43
1
მეკარე, მარჯვენა მცველი, 2 ცენტრლური ნახევამრცველი, 2 ფლანგის შემტევი და იდეალური შემადგენლობა ეყოლება დინამოს. ლორია(პირობითად)-კობოური, მონხილი, მალი(პირობითად), ქიმაძე-პაპავა, ნინუა-შულაია, კუხიანიძე, კოხრეიძე(პირობითად)-მჭედლიძე. ასეთ გუნდს მართლა შეუძლია ჯგუფში შესვლა
პნდ
21 სექტემბერი 2019 14:43
2

სიახლეები პოპულარული