კიდევ ერთი ტრაგიკომედია "ტორპედოში" - უეფას თანხას ბანკი წაიღებს...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ამავდროულად, საქართველოს თასის მეოთხედფინალშია და ამ კლუბს კვლავ აქვს შანსი, ევროტურნირების შესარჩევში მოხვდეს. მაგრამ რა უნდა იქ, თუ კლუბი, ფაქტობრივად, არ არსებობს და დაშლის პირასაა?

"ტორპედოში" კიდევ ერთი ტრაგიკომედია ვითარდება. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კლუბს მალე ევროთასების შესარჩევში მოპოვებული თანხა, 240 000 ევრო უნდა დაერიცხოს, მაგრამ ეს ფული ფეხბურთელების ხელფასებში არ წავა.

კლუბს სამი მილიონი ვალი აქვს და უეფასგან დარიცხული ფული სესხის თანხას გამოაკლდება, ხოლო ფეხბურთელები კვლავ გაურკვევლობაში დარჩებიან. 

დგამს თუ არა რაიმე ქმედით ნაბიჯს ქუთაისის
მერია, რომ რაიმე სახით მოლაპარაკებები აწარმოოს ამ ფულის შესანარჩუნებლად? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე ნაკლებად ფიქრობენ და ჩვენი მცდელობა მათგან პასუხის მიღებისა, უშედეგოდ დასრულდა. ალბათ, საჭიროა მერიის წინ აქცია, რომ ყურადღება მოგაქციონ...

alt"საჭმელი არ გვაქვს სახლში, დენსაც გვითიშავენ" - "ტორპედოს" თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში

altლევან კობიაშვილი "ტორპედოს" შესახებ: არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კლუბში თანხები გაჩნდეს

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი გამაგებინეთ ეს ტორპედო კერძოა თუ სახელმწიფოს საკუთრებაშია? თუ კერძოა მერიას რატომ სთხოვთ პასუხს? რატომ უნდა იზრუნოს მერიამ კერძო პირის მიერ აღებული 3 მილიონი ვალის გასტუმრებაზე? ათასი სხვა სასიცოცხლო პრობლემა აქვს ქუთაისს და ვიღაცა მფლანგველის ვალების გასტუმრება სისხლის სამართლის დანაშაულია. მაგრები ხართ ეს ჟურნალისტები რა, მასე მეცც ვიყიდი ნებისმიერ კლუბს და გავაკოტრებ რა პრობლემაა იხადოს მერე სახელმწიფომ ჩემი ვალები.
semi
10:47 26-09-2019
3
მერიამ რა უნდა ქნას? ბანკს უთხრას ფული არ ამოიღოო? თუ დაიჭიროს და გადაასახლოს მიწერ მოწერის უფლებიას გარეშე? 37 წელია?. ეხლა იტყვიან ჩაჩავამ შეჭამაო. თუ შეჭამა, მაშინ მისგან ამოიღოს კლუბმა სასამართლოს ძალით. თუმცა, დიდი ალბათობით ის თავს გაიმართლებს. მერე ატეხავთ ჟრიამულს შერჩევითი სამართალიო. გეუბნებით 90-ან წლებში ხართ ჩარჩენილი თქვენც და ყველა ვინც ფეხბურთში ტრიალებს. ამიტომაც არაფერი არ გვეშველება.
kaira
10:40 26-09-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული